ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

8 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ihSyuJG4g.jpeg

96 წლის ასაკში გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. ბუკინგემის სასახლეზე დროშები დაუშვეს.

„დედოფალი გარდაიცვალა მშვიდად ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს შუადღისას“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

დღეს შუადღისას ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმები შეშფოთებულები არიან და მას სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება. ამის შემდეგ სასწრაფო წესით შოტლანდიაში გაემგზავრნენ დედოფალ ელისაბედ მეორის ოჯახის წევრები. ბალმორალის ციხესიმაგრეში ჩავიდა პრინცი ჩარლზი, ასევე პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი.

დედოფალი ელისაბედ მეორე დაიბადა 1926 წლის 6 თებერვალს, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. ელისაბედმა განათლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო.

ელისაბედი 1947 წელს დაქორწინდა პრინც ფილიპზე, რომლისგანაც ჰყავს ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო