ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/4n6yj8M4R.jpeg

ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა. შესაბამისი ცერემონიები ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დედაქალაქებში გაიმართა. ახალ ზელანდიაში ჩარლზის მონარქად გამოცხადება, ველინგტონში, პარლამენტის შენობაში მოხდა.

პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ღონისძიებებით აღიარებულია დედოფლის ვაჟი, „მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III, როგორც ჩვენი სუვერენი“.

არდერნმა მოსახლეობას უთხრა, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ახალ ზელანდიაში ცვლილებების დრო დადგა.

„მეფე ჩარლზმა მუდმივად აჩვენა თავისი ღრმა მზრუნველობა ჩვენი ერის მიმართ. ამ ურთიერთობას ჩვენი ხალხი ღრმად აფასებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს გაღრმავდება“, – თქვა ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

გენერალურმა გუბერნატორმა დევიდ ჰარლიმ, ბრიტანეთის მონარქის წარმომადგენელმა ავსტრალიაში, მეფე ჩარლზი გამოაცხადა სახელმწიფოს მეთაურად კანბერას პარლამენტის შენობაში, რასაც 21 გასროლა მოჰყვა.

ბრიტანეთის მონარქი არის სახელმწიფოს მეთაური ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ასევე გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ 14 სამეფოში, თუმცა ეს როლი ძირითადად ცერემონიულია.

ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო