ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული
ამბებიწყარო: 1tv.ge

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული

25 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/O22aipZVg.jpeg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული.

„ვიდრე რუსეთი ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ოკუპაციას ახდენს, რეაქტორების ექსპლუატაციის მთავარ რისკად რეაქტორების გაგრილების სისტემა რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, როგორც „ბიბისი“ წერს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნოს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორივე მხარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტების ჩასვლა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ექსპერტები ზაპოროჟიეში ჩასვლას ამ კვირაში მოახერხებენ.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი მარტის დასაწყისიდან აკონტროლებს. ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში დაიძაბა.

ავტორი - თამთა რუხაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო