ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ომში, რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების გამო, სერგეი შოიგუ რუსეთის ხელმძღვანელობიდან განზე დგას და ვლადიმერ პუტინს ინფორმაციას პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აწვდიან
29 აგვისტო, 2022

რუსული დამოუკიდებელი მედიის ბოლოდროინდელი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების გამო, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ახლა რუსეთის ხელმძღვანელობიდან განზე დგას და ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინს ინფორმაციას პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აწვდიან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების შეფასებით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვთ, ალბათ, გამუდმებით დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო, რადგან რუსეთის პროგრესი შეფერხებულია.
„შოიგუ, სავარაუდოდ, დიდი ხანია იბრძვის იმ ადამიანის რეპუტაციის დასაძლევად, რომელსაც არსებითი სამხედრო გამოცდილება არ აქვს, რადგან კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა სამშენებლო სექტორში და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.