ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინელებმა სულ მცირე 10 რუსი გენერალი მოკლეს
7 აგვისტო, 2022

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის არმიამ მინიმუმ 10 რუსი გენერალი გაანადგურა. ამავდროულად, რუსული ჯარების წარუმატებლობამ გამოიწვია მინიმუმ 6 რუსი მეთაურის ლიკვიდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ,,ტვიტერ“ გვერდზე წერს.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების მეთაურებმა თანამდებობები დაკარგეს. გენერალ-პოლკოვნიკი ა. ჩაიკა მეთაურის თანამდებობიდან 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს. მალევე იგი გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ კოჩეტკოვმა შეცვალა.
თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ ამ გათავისუფლებების გავლენას აძლიერებს ის ფაქტი, რომ სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა უკრაინის ომში. ამასთან სარდლობის კუმულაციური ეფექტი, სავარაუდოდ, რუსეთის ტაქტიკურ და ოპერატიულ პრობლემებს გაამწვავებს.
