BTU საერთაშორისო ინიციატივა Moving Worlds-ის პარტნიორი გახდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
BTU საერთაშორისო ინიციატივა Moving Worlds-ის პარტნიორი გახდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

BTU საერთაშორისო ინიციატივა Moving Worlds-ის პარტნიორი გახდა

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/U2sNfTzVg.webp

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გლობალური ინიციატივისა და პლატფორმის, Moving Worlds-ის პარტნიორი გახდა. Moving Worlds აერთიანებს ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ახორციელებს საერთაშორისო აქტივობებს მდგრადი ეკონომიკისა და სოციალური მეწარმეობის გაძლიერების მიმართულებით.

Moving Worlds-ის პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს მიეცემა წვდომა ინოვაციურ სასწავლო მეთოდებზე, გადამზადების პროგრამებზე, მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ პრო ბონო კონსულტანტებსა და მენტორებზე. ასევე, BTU განახორციელებს პროექტებსა და სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც მიმართული იქნება მდგრადი გლობალური ეკონომიკის განვითარებისკენ. თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებს და ბენეფიციარებს დაეხმარება განავითარონ სოციალური მეწარმეობა, მოიზიდონ ფინანსური ინვესტიციები და იზრუნონ გლობალურ კეთილდღეობაზე.

BTU Moving Worlds-ის პარტნიორი SAP-ისა და Pyxera Global-ის ბენეფიციარობის ფარგლებში გახდა. SAP წარმოადგენს გერმანულ კომპანიას, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას ბიზნეს ოპერაციებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სამართავად. SAP არის მსოფლიოში წამყვანი, საწარმოთა რესურსების დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო