ბულგარეთი და პოლონეთი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

ამბები/ წყარო: myc.news
ბულგარეთი და პოლონეთი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ
ამბებიწყარო: myc.news

ბულგარეთი და პოლონეთი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/6C6qaGVVR.jpeg

პოლონეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს რუსეთის ფედერაცია დატოვონ. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. „უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენების შემთხვევაში“, რუსეთიდან ევაკუაცია შესაძლოა რთული ან თუნდაც შეუძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის ნაკლებობის გამო, ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო კავშირი ამჟამად არ არსებობს, ქვეყანაში პოლონელი დიპლომატების რაოდენობა შემცირდა, ამის გამო, რუსეთის საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეების დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ კი, მათი ევაკუაციის დროს, შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას.

მანამდე, იგივე განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა. ბულგარეთმა თავის მოქალაქეებს „რთული სიტუაციის“ გამო, რუსეთის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვა. მათ, ვინც ჯერ კიდევ რუსეთში რჩება, ურჩიეს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, ყურადღებით დააკვირდნენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მოსკოვში საელჩოს ან სანქტ-პეტერბურგში გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო