erimedia_ravk/dWS7PYWSg.jpeg

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს

ამბები
ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს
ამბები

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს

erimedia_ravk/dWS7PYWSg.jpeg
30 სექ

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს ორი თვით აკრძალავს, ამის შემდეგ კი, უკრაინიდან ზოგიერთი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე ლიცენზირების რეჟიმი გავრცელდება.

ამის შესახებ ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კირილ ვატესის კომუნიკეშია აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას, ნიკოლაი სოლსკს მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი გააცნო, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს.

ამის შემდეგ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის ლიცენზირების რეჟიმი უნდა ამოქმედდეს, რომელიც უკრაინამ, შიდა ბაზრების დასაცავად, ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის შესახებ მონაცემების მუდმივი გაცვლა დაიწყონ. ორივე სამინისტროს ექსპერტები ინფორმაციას გარკვეული ჯგუფის საქონლის იმპორტისა და ექსპორტის შესახებ ყოველკვირეულად გაცვლიან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო