ბულგარეთის პრეზიდენტმა 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა
1 აგვისტო, 2022

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ეს ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება. პრეზიდენტმა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ივნისში რეფორმისტი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის სამთავრობო კოალიცია დაიშალა. რადევმა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად შრომის ყოფილი მინისტრი გალაბ დონევი დანიშნა. დროებითი მინისტრთა კაბინეტი მოვალეობას შეასრულებს არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირებამდე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დროებითი მთავრობა, როგორც მოსალოდნელია, მოსკოვის მიმართ უფრო რბილ პოზიციას დაიკავებს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
