ბულგარეთში გაიხსნა გაზსადენი IGB, რომლითაც ქვეყანა ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან მიიღებს

ამბები
ბულგარეთში გაიხსნა გაზსადენი IGB, რომლითაც ქვეყანა ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან მიიღებს
ამბები

ბულგარეთში გაიხსნა გაზსადენი IGB, რომლითაც ქვეყანა ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან მიიღებს

2 ოქტ

erimedia_ravk/PnWfAh4Vg.jpeg

საბერძნეთი-ბულგარეთის სისტემათაშორისი გაზსადენი (IGB), რომლის მეშვეობითაც ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზი მიეწოდება, შაბათს, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

საზეიმო ცერემონია სოფიაში გაიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნას „ბულგარეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ახალი ეპოქის დაწყება" უწოდა. "ადრე ბულგარეთი გაზის 80 პროცენტს რუსეთისგან იღებდა, ეს იყო მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საშინელი ომის და ევროპის წინააღმდეგ კი - ენერგეტიკული ომის დაწყებას გადაწყვეტდა. ეს მილსადენი ბულგარეთისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის თამაშის წესებს ცვლის", - დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

IGB ბულგარეთის ეროვნული გაზის ქსელის კომპანიას „ბულგარტრანსგაზი“ და საბერძნეთის გაზის ქსელს აკავშირებს. IGB საშუალებით საბერძნეთისა და ბულგარეთის გავლით აზერბაიჯანიდან გაზი ასევე მიეწოდება სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთს და უნგრეთს. ახალი გაზსადენით ბულგარეთი შეძლებს ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო