„ცაჰალმა“ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის სამხრეთში უსაფრთხო ევაკუაციისთვის ექვსი საათი გამოყო

„ცაჰალი“ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის სამხრეთში უსაფრთხო ევაკუაციისთვის დღეს ექვს საათს გამოყოფს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ადგილობრივი დროით 10:00 საათსა და 16:00 საათს შორის პერიოდში ღაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე საავტომობილო მოძრაობა უსაფრთხო იქნება.
„ცაჰალი“ მოუწოდებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. მათივე ინფორმაციით, გუშინ უსაფრთხო ევაკუაციის შესაძლებლობით დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა ისარგებლა
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო