erimedia_ravk/w0gOXMo4g.jpeg

წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაცია - რა პროექტები განხორდიელდება 2023 წელს

ამბები
წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაცია - რა პროექტები განხორდიელდება 2023 წელს
ამბები

წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაცია - რა პროექტები განხორდიელდება 2023 წელს

erimedia_ravk/w0gOXMo4g.jpeg
18 იან

2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაციაც შედის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე მიმდინარე ეტაპზეა.

„დედაქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის, კრწანისის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება. გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. ამ დროისთვის, პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წერეთლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამასთანავე, უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი შალიკაშვილის სახელობის ხიდის და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია-მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია ასევე ქუჩების რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობის სამუშაოებიც.

„გზების კაპიტალური სამუშაოების მიმართულებით, დაგეგმილია სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და ისნის რაიონში, ეშბას ქუჩის და მახათას აღმართის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა; უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძე 2023 წელს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, ასევე, გამწვანების მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ სამუშაოებსაც შეეხო.

„2023 წელს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ქალაქ თბილისის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა გუდიაშვილის მოედანზე 12 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ორბელიანის ქუჩაზე ორი შენობის, ფურცელაძის ქუჩაზე სამი შენობის, ერეკლეს ქუჩა N6-ის, აბრეშუმის მუზეუმის, კადეტთა კორპუსის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას, რომელთა ჯამური ღირებულება 125 მილიონ ლარამდეა. ასევე, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების კუთხით, ახალი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს 10-სართულიანი საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტიც შვიდ მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება ახალ პროექტებს, მიმდინარე წელს დაგეგმილია სულხან-საბას, ინგოროყვასა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო ზემოაღნიშნული პროექტების პარალელურად, პირველ ეტაპზე, მოხდება სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე არსებული შენობების დაპროექტება, ხოლო შემდეგ, რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც“, - აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, გამწვანების მიმართულებით, დაგეგმილია რამდენიმე პარკის რეაბილიტაციაც.

„რეაბილიტირდება ვაზისუბნის დასახლების პარკი, მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე პარკი, ციციშვილის პარკი, მუხიანის პარკი, პირველი რესპუბლიკის პარკი. გარდა ამისა, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი პარკი. ასევე, გამგეობებს აქვთ თავიანთი პროექტები. საზოგადოებას ეტაპობრივად, ყველა პროექტთან დაკავშირებით მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები განხორციელდება იმისთვის, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ვიშრომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
Სარეკლამო
„პოლიტიკო“ - საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
მეტის ჩვენება
Სარეკლამო