ცესკო - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ცესკო - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ცესკო - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება

30 ივლისი, 2022

erimedia_ravk/vCNrMOzVR.jpeg

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ცესკო-ს წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშკარაა, რომ ამ კამპანიის მონაწილეები არ ერიდებიან მასში ცესკო-ს წევრის ჩართვასაც და კანონიერების სახელით არღვევენ კანონისა და ეთიკის ელემენტარულ მოთხოვნებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეხმიანება პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ცესკოს წევრის ანა კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს ეხება. ის ამ კონკურსს ფორმალურ პროცესს უწოდებს, რომელიც ამცირებს ნდობას ცესკოს მიმართ.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცესკო-ს იმიჯს და ინსტიტუციის რეპუტაციას სწორედ ამ ტიპის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები აზიანებს, რომლებიც თავის მხრივ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. საგულისხმოა, რომ ქალბატონი ანა აქამდეც აკეთებდა განცხადებებს, რომლებშიც ასევე იკვეთებოდა ცესკოს იმიჯის დაზიანების მიზანი. ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებოდით პასუხის გაცემას, რაც როგორც ჩანს, აღქმული იყო როგორც სტიმული უსამართლო და არაეთიკური თავდასხმების გააქტიურებისთვის. აშკარაა, რომ ამ კამპანიის მონაწილეები არ ერიდებიან მასში ცესკო-ს წევრის ჩართვასაც და კანონიერების სახელით არღვევენ კანონისა და ეთიკის ელემენტარულ მოთხოვნებს.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით, გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ტერმინი „ლეგიტიმური“ არის ტერმინ „კანონიერის“ ეკვივალენტური და კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმოებული პროცედურა ვერ იქნება არალეგიტიმური, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება არჩეული, ხოლო ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მძაფრი ინტერესი შექმნან საპირისპირო აღქმა, წინასწარ აზიანებს ცესკო-ს მომავალი შემადგენლობის საქმიანობას.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების დეზინფორმირების ასეთ კამპანიებში ჩართვა ცესკო-ს წევრსაც უწევს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების სახით. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური განცხადებებით ცესკო-ს იმიჯის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობებისგან.

რაც შეეხება ცესკო-ს მიერ 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია ადმინისტრაციის სახელით რეაგირება მოახდინოს ცესკო-ს დამაზიანებელ და მადისკრედიტებელ ქმედებაზე. შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ ამ კუთხით გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის მიერ გაკეთებულ განცხადებას და არა ცესკო-ს, როგორც კოლეგიურ ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ქმედებას“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო