erimedia_ravk/y6kqKudIg.jpeg

ცესკოში USAID-ის მისიის დირექტორთან და აშშ-ის საელჩოს მრჩეველთან შეხვედრა გაიმართა

ამბები
ცესკოში USAID-ის მისიის დირექტორთან და აშშ-ის საელჩოს მრჩეველთან შეხვედრა გაიმართა
ამბები

ცესკოში USAID-ის მისიის დირექტორთან და აშშ-ის საელჩოს მრჩეველთან შეხვედრა გაიმართა

erimedia_ravk/y6kqKudIg.jpeg
28 დეკ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს და აშშ-ის საელჩოს მრჩეველს მარკ ნორდბერგს შეხვდნენ. შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2023 წელს არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით გაწეული საქმიანობის, მათ შორის USAID-თან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ერთობლივი პროექტები და USAID-თან თანამშრომლობა, მათი მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობასთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის არჩევნების ჭრილში, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ცესკოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტისა და შედეგების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელიც 2024 არჩევნების წარმატებით, მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას უკავშირდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო