ჩეხეთი რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჩეხეთი რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჩეხეთი რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ

3 ოქტ

erimedia_ravk/j2QXX1V4g.jpeg

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღაში რუსეთში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო შეშფოთებული არიან და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

ასევე, ჩეხეთის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

„რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამო, არსებობს უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა კი ეს ეხება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩეხეთი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს.

მანამდე, რუსეთის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდა აშშ-მა, პოლონეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო