erimedia_ravk/oIrSPFPSR.jpeg

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი - ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს

ამბები
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი - ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს
ამბები

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი - ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს

erimedia_ravk/oIrSPFPSR.jpeg
19 მაი

2024 წლის 16 მაისს საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ თავის ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან ჰქონდა საუბარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე და არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია მისთვის გასაგებია. ბლაჟეკის თქმით, არასწორია, საქართველოს ხელისუფლებას "პრორუსული" ეწოდოს.

აღნიშნული კომენტარის გამო, ბლაჟეკი სოციალურ ქსელ X-ში ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ გააკრიტიკა. გრეგოროვა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს წითელი ბარათითაც დაემუქრა, თუ ის „პრორუსი აგენტების“ დაცვას არ შეწყვეტდა.

ბლაჟეკმა აღნიშნულ განცხადებას გრეგოროვასთვის დამახასიათებელი ზედაპირული ტყუილი უწოდა და მოიყვანა ამონარიდები მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან:

„ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს. ქართველებს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ემპათიურები მათი სიტუაციის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მათი შეფასება“.

„მან [საქართველოს იუსტიციის მინისტრმა] ამიხსნა, რამდენად რთულია მათი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული. არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული იარლიყი მიენიჭოს. დასავლეთი არასოდეს გაგზავნის იქ ჯარს. ისინი შეჩვეულები არიან რუსული არმიის პირისპირ ყოველთვის მარტო ყოფნას. მათ შეიძლება ჩვენი შეხედულებებისგან განსხვავებულად იმოქმედონ, მაგრამ ისინი მარტონი არიან“, - ციტირებს საკუთარ ინტერვიუდან ამონარიდს სოციალურ ქსელში ბლაჟეკი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო