ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას - ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულმა ძალებმა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას - ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულმა ძალებმა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას - ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულმა ძალებმა

2 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/KdGJAbzVg.webp

ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.

აღნიშნულ კომენტარს ჩინეთის სამთავრობო მედიასაშუალება Global Times-ი ავრცელებს.

„ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულმა ძალებმა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, Global Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან კამბოჯაში შეხვედრას არ გეგმავს, რაც, როგორც აღნიშნული სამთავრობო მედიასაშუალება წერს, „ასახვას სიტუაციის სიმძიმეს, ისევე როგორც ტაივანის საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პროვოკაციის მიმართ ჩინეთის აღშფოთებას“.

გარდა ამისა, Global Times წერს, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია, ხუთშაბათიდან კვირამდე, მნიშვნელოვან სამხედრო წვრთნებს და სასწავლო აქტივობებს ჩაატარებს ტაივანის მიმდებარე ექვს რეგიონში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო