ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას

ამბები/ წყარო: ria.ru
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას
ამბებიწყარო: ria.ru

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/I7hgkX7VR.webp

ჩინეთი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას და მოუწედებს ჩართულ მხარეებს არ მისცენ კონფლიქტს "შემდგომი განვითარების" საშუალება. ამის შესახებ შაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რაც უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის მთავარი პრიორიტეტია შერიგების ხელშეწყობა და მოლაპარაკებების გამართვაში დახმარება, ამასთან, ფუნდამენტური გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ გათვალისწინებულ იქნას ყველა მხარის რაციონალური შეშფოთება და შემუშავდეს დაბალანსებული, ეფექტური და მყარი უსაფრთხოება.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ კრიზისის "გავრცელების" ეფექტი, უზრუნველყონ განვითარებადი ქვეყნების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა", - აღნიშნა დიპლომატმა.

უმაღლესი რანგის კვირეული 20-დან 26 სექტემბრამდე ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ტარდება. ღონისძიებაში, რომლითაც გენერალური ასამბლეის ახალი, ყოველწლიური სესია იხსნება, ტრადიციულად, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები მონაწილეობენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო