ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ, ტაივანი ჩინეთის ნაწილია

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ, ტაივანი ჩინეთის ნაწილია
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ, ტაივანი ჩინეთის ნაწილია

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/mJ3arziVg.jpeg

ჩვენ მივიღებთ მტკიცე ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ აშშ-ის მცდელობა, შეაკავოს ქვეყანა ტაივანის საშუალებით და დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ვან ვენბინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საგარეო უწყების წარმომადგენელი კიდევ ერთხელ შეეხო ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენდა.

„ჩინეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პელოსი ჩინეთის ტაივანის რეგიონს ეწვია აშშ-ის მთავრობის თანხმობითა და განკარგულებით. მსგავსმა რეგრესულმა ქმედებებმა სერიოზულად დაარღვია ჩინეთის სუვერენიტეტი და წარმოადგენს ჩინეთის საშინაო საქმეებში სერიოზულ ჩარევას“, – განაცხადა ვენბინმა.

​ვან ვენბინი ჩინეთის მიერ ტაივანის სიახლოვეს დაწყებულ სამხედრო წვრთნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წვრთნები საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით ტარდება.

„როგორც სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ აღნიშნა, ჩინეთის პოზიცია არის გამართლებული, გონივრული და სამართლებრივი. ჩინეთის ზომები არის მტკიცე, ძლიერი და მოზომილი, ხოლო სამხედრო წვრთნები ღია, გამჭვირვალე და პროფესიული. ისინი შეესაბამება შიდა და საერთაშორისო კანონებს, ასევე საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ვანგ ვენბინმა აღნიშნა, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიაა და ქვეყანა მიიღებს მტკიცე ზომებს, რათა თავიდან იქნას არიდებული აშშ-ის მხრიდან ქვეყნის ტაივანის საშუალებით შეკავება.

„ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მივიღებთ მტკიცე ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ აშშ-ის მცდელობა, შეაკავოს ქვეყანა ტაივანის საშუალებით და დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ. ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ჩინეთის ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნები მისი ტერიტორიის გარშემო მდებარე ზღვებში იყო ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალური. ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ჩვენს პროვოცირებას ცდილობს და ქვეყნის კანონიერი ქმედება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით“, – აღნიშნა ვენბინმა.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო