ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ახალი სამხედრო საზღვაო მანევრები დაიწყო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ახალი სამხედრო საზღვაო მანევრები დაიწყო
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ახალი სამხედრო საზღვაო მანევრები დაიწყო

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Oh74VmiVg.jpeg

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ახალი სამხედრო საზღვაო მანევრები დაიწყო. როგორც პეკინში განაცხადეს, წვრთნების დროს სამხედროები ხომალდსაწინააღმდეგო და ზღვაში გემების შტურმის ოპერაციებში გაივლიან სწავლებას.

მანამდე, ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს წვრთნები კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის დროს წამოიწყო. აღნიშნული მანევრები 7 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნული საზღვაო სწავლება ჩინეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. წვრთნების დროს ტაივანთან ჩინური ხომალდები, ავიაგამანადგურებლები და უპილოტო საფრენი აპარატები მანევრირებდნენ.

საპასუხოდ, ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთი კუნძულზე თავდასხმის რეპეტიციაში დაადანაშაულა.

პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი მაღალჩინოსნების ვიზიტებს ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.

ავტორი: ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო