ჩინური კომპანია 2028 წლიდან კოსმოსში ტურისტებს გაგზავნის
ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კომერციული კოსმოსური კომპანია CAS Space-ი 2028 წლიდან კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედიასააგენტო ავრცელებს.
CAS Space-ის კოსმოსური ტურიზმისათვის განკუთვნილი ხომალდი პირველ ფრენას 2027 წელს განახორციელებს, რეგულარული ფრენების შესრულებას კი მომდევნო წლიდან შეუდგება.
კომპანიის განცხადებით, ხომალდს ტურისტებისთვის განკუთვნილი კაბინა ექნება, რომელიც ოთხი ილუმინატორით იქნება აღჭურვილი. ხომალდში შვიდი მგზავრის მოთავსება იქნება შესაძლებელი. CAS Space-ი გეგმავს, რომ კოსმოსში ფრენები ყოველ 100 საათში ერთხელ შეასრულოს. კომპანია 2028 წლისთვის 10 ხომალდის მშენებლობას აპირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ერთ ფრენაზე ბილეთის ღირებულება $400,000-ის ფარგლებში იქნება.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო