ჩრდილოატლანტიკური საბჭო - ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ჩრდილოატლანტიკური საბჭო - ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს
ამბებიწყარო: imedinews.ge

ჩრდილოატლანტიკური საბჭო - ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს

29 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/NRU0uSV4g.jpeg
ფოტო: Reuters

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს.

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

„ეს გაჟონვები რისკებს იწვევს ტრანსპორტირებისთვის და გარემოს არსებით ზიანს აყენებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც დაზიანების წარმოშობის დასადგენად მიმდინარეობს. მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ერთიან და მტკიცე პასუხს მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა დივერსიის შედეგია.

„ჩვენს ძვირფას მოკავშირე, დანიის თავდაცვის მინისტრ, მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ "ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე დივერსია. ასევე განვიხილეთ ნატოს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო