ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ამბები/ წყარო: www.aljazeera.com
ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ამბებიწყარო: www.aljazeera.com

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

1 ოქტ

erimedia_ravk/U0WZi54Vg.webp
ფოტო: Wong Maye-E/AP

სამხრეთ კორეის და იაპონიის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანის ტერიტორიიდან აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას "Aljazeera" ავრცელებს.

როგორც იაპონიის ეროვნულმა ტელევიზიამ, NHK-მ განაცხადა, შაბათს დილით ჩრდილოეთ კორეადან რამდენიმე რაკეტა იქნა გასროლილი. სავარაუდოდ, ისინი იაპონიის ზღვაში, იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ დაეშვა.

"როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეადან ბალისტიკური რაკეტაა გაშვებული“, - ნათქვამია იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებაში, რომელიც შაბათს ადგილობრივი დროით 6:47 საათზე გავრცელდა.

მეორე განცხადებაში, რომელიც დაახლოებით 15 წუთის შემდეგ გამოქვეყნდა, სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეადან აშკარად კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა იყო გაშვებული.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ რაკეტების გაშვება გაანალიზდება და ადამიანების, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ინტრუქციები გაიცემა.

ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ზღვაში ასევე გაისროლა ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის სამხრეთ კორეაში ვიზიტის წინ. კიდევ ერთი რაკეტა ოფიციალურმა ფხენიანმა მას შემდეგ გაისროლა, რაც პირველად ბოლო 5 წლის მანძილზე, სამხრეთ კორეამ, აშშ-მა და იაპონიამ სამმხრივი ერთობლივი წყალქვეშა სწავლებები გამართეს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტოშირო ინომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების განმეორებითი გასროლა "პროვოკაციების კიდევ უფრო გამწვავებაა".

"ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ემუქრება არა მხოლოდ იაპონიის, არამედ ასევე რეგიონის და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობას და უსაფრთხოებას და სრულიად დაუშვებელია", - განაცხადა ტოშირო ინომ და ერთ კვირაში ოთხი რაკეტის გაშვებას "უპრეცედენტო" უწოდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო