ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა

ამბები
ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა
ამბები

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/DviYJ744g.webp

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” რეგიონის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა, სერგეი მენიაილომ გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა.

აღინიშნება, რომ ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილით შესვლის შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე სანატორიუმებში, პანსიონატებსა და ტურისტულ ბაზებზე მიემართება და შესაბამისი საბუთები გააჩნია.

ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალურ ადმინისტრაციებს საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვის ოპერატიული შტაბების შექმნის რეკომენდაცია მიეცათ. რეკომენდაცია ასევე ითვალისწინებს, ხალხისა და სატრანსპორტო საშუალებების თავმოყრის ადგილებში კვების, გათბობის, სამედიცინო მომსახურებისა და დასვენების პუნქტების შექმნას. საქართველოსთან საზღვარზე ასევე რეკომენდებულია ადამიანებისთვის “სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის” უზრუნველყოფა, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო