წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/X4BKeQZ4g.webp

2022 წლის სეზონზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი დაუვიწყარ კონცერტებს ჰპირდება. ფესტივალი 2-11 სექტემბერს გაიმართება.

ცნობილი მუსიკოსების გვერდით, წლევანდელ კონცერტებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას. სიმფონიური ორკესტრი რეგიონის 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა.

მეოთხე სეზონის პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე სწორედ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი დღევანდელობის ერთ-ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, მაო ფუჯიტასთან ერთად წარსდგება. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი უდირიჟორებს. პროგრამა უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით გაიხსნება. ასევე, შესრულდება იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.

ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვა.

ფესტივალი ყოველი წლის სექტემბერში წინანდალში იმართება. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

ფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან 80- მდე ახალგაზრდა მუსიკოსით, მოსმენების შედეგად დაკომპლექტდა. 2022 წელს, ფესტივლის პროგრამაში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კვლავ დაბრუნება საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის და ნორვეგიის დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ახალგაზრდა მუსიკოსები უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან კვლავ ეწვევიან წინანდალს მშვიდობის და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად.

ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში, ათი დღის განმავლობაში, მსმენელისთვის დღეში ორი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალს დახურავს ვილდე ფრანგი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით. შესრულდება შოსტაკოვიჩის პირველ სავიოლინო კონცერტი და პროკოფიევის მეხუთე სიმფონია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო