ცნობილია ვინ შეასრულებს პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებს სერიალ „გვირგვინში“

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ცნობილია ვინ შეასრულებს პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებს სერიალ „გვირგვინში“
ამბებიწყარო: imedinews.ge

ცნობილია ვინ შეასრულებს პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებს სერიალ „გვირგვინში“

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/PhU5uIG4g.jpeg

სერიალ „გვირგვინის“ შემქმნელებმა მეექვსე სეზონში პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებისთვის მსახიობები შეარჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის როლს რუფუს კამპა და ედვარდ მაკვეი შეასრულებენ. კამპა თინეიჯერი პრინცის როლს მოირგებს, მაკვეი კი ზრდასრულის. კენსინგტონის ჰერცოგინიას კი მეგ ბელამი განასახიერებს.

erimedia_ravk/_pvTXSMVR.jpeg
პრინცი უილიამი/რუფუს კამპა
erimedia_ravk/34soXIM4g.jpeg
პრინცი უილიამი/ედვარდ მაკვეი
erimedia_ravk/WaH1XSMVR.jpeg
კეიტ მიდლტონი/მეგ ბელამი

სამივე მსახიობისთვის „გვირგვინი“ ტელედებიუტი იქნება. მაკვეი და კამპა თეატრის მსახიობები არიან, ბელამი კი აქამდე მხოლოდ სამოყვარულო სურათებსა და დადგმებში მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე „გვირგვინის“ მეექვსე სეზონის პრემიერის თარიღი უცნობია, შოუს მეხუთე სეზონს კი მაყურებელი ნოემბერში იხილავს. მასში დედოფალ ელისაბედის როლს იმელდა სტონტონი ასრულებს, პრინცესა დიანას ელიზაბეტ დებიკი განასახიერებს, პრინცს ჩარლზს კი დომინიკ ვესტი.

„გვირგვინი“ Netflix-ის ისტორიული დრამაა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. შოუს პრემიერა 2016 წელს შედგა. სერიალს არაერთი ჯილდო, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ემი“ და „ბაფტა“ აქვს მოპოვებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო