წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 0,8 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დასრულდება. შედეგად, წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს თბილისის სხვადასხვა რაიონებში.