CREA - ომის პირველ 6 თვეში, ევროკავშირმა რუსეთს წიაღისეულ საწვავში 85 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადა
22 სექტემბერი, 2022
უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში - რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 158 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ევროკავშირის წილი 54%-ია, რაც თანხობრივად 85 მილიარდ ევროს აჭარბებს. რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. მონაცემები, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CREA) გამოაქვეყნა.
„უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში დაახლოებით 43 მილიარდი ევრო შევიდა, რაც [რუსეთს] დაეხმარა უკრაინაში ომის დანაშაულების დაფინანსებაში“, - აღნიშნულია CREA-ს ვებგვერდზე.
უფრო დეტალურად, წიაღისეული საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი იყო ევროკავშირი (85,1 მილიარდი ევრო), შემდეგ მოდის ჩინეთი (34,9 მილიარდი ევრო), თურქეთი (10,7 მილიარდი ევრო), ინდოეთი (6,6 მილიარდი ევრო), იაპონია (2,5 მილიარდი ევრო), ეგვიპტე (2,3 მილიარდი ევრო). და სამხრეთ კორეა (2 მილიარდი ევრო).
მონაცემები 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე მაჩვენებლებს ასახავს.