Credit Suisse-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე რეკორდულად დაეცა
25 სექტემბერი, 2022
გახმაურებული საერთაშორისო სკანდალების, სასამართლო დავებისა და წარუმატებელი კვარტალური შედეგების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "Reuters" ავრცელებს.
საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Credit Suisse-ის აქციების ღირებულება თითქმის 7%-ით დაეცა და ამჟამად, ერთი აქციის სავაჭრო ფასი 4.3 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ერთწლიან ჭრილში ბანკის საბაზრო ღირებულება 52%-ითაა შემცირებული, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებიდან დღემდე კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ამჟამად Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.5 მილიარდ ფრანკს შეადგენს, რაც აგრეთვე ისტორიული მინიმუმია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო