erimedia_ravk/ylU0m42VR.jpeg

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

ამბები
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
ამბები

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

erimedia_ravk/ylU0m42VR.jpeg
6 იან

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა,  უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელი.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126" მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 11", 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ  2023 წლის 03 ინვარს   დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ., რომელსაც 2023 წლის 02 იანვარს,  ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

საქართველოს პროკურატურამ გ. შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება  წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
ირაკლი გოგავა - არ შეიძლება უცხო ქვეყანაში აღზრდილი იყოს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზე, ვინც არ უნდა დაგვაძალოს მისი დანიშვნა ან არჩევა. ასეთი ხალხი ყოველთვის მის აღმზრდელ ქვეყანას ემსახურება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა
სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება
კანონპროექტის მიხედვით, აშშ სანქციებს უწესებს ნებისმიერ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა პარლამენტის წევრად, აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი
Სარეკლამო
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონზეც დრო აჩვენებს, რომ მისი მიზანია გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება
„ქართული ოცნება“ - ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს, გადავდგათ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი, სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება - აშშ-ის მხარდაჭერა მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა, ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის
ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის
მეტის ჩვენება
Სარეკლამო