დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო
ამბებიწყარო: 1tv.ge

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

22 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/UoMz_WW4g.jpeg

ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეგრამის არხ „როსპარტიზანზე“ გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია.

„ჩვენ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გასწირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია საკუთარ მიზნად პუტინის განადგურებას ასახელებს. განცხადებაში ასევე აფრთხილებენ ყველა რუს ჩინოვნიკს, რომ თუ ისინი არ დათმობენ ძალაუფლებას, მათაც „განადგურება ელოდებათ“.

„ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ ასევე აცხადებს, რომ მზადაა, სამხედრო ტვირთები გაანადგუროს რუსეთის ტერიტორიაზე. მათ ასევე მოუწოდეს ძალოვანებს და სამხედროებს, დაყარონ იარაღი და არ შეასრულონ პუტინის რეჟიმის ბრძანებები.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენი ძმების მიმართულებით სხვა ქვეყნებიდან – საქართველოდან, სირიიდან. მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდით და აღმართოთ ლურჯ-თეთრი ფერის ახალი რუსეთის დროშა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც დაიღუპა მისი ქალიშვილი, დარია დუგინა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ დანაშაული, რომლის შედეგადაც დარია დუგინა დაიღუპა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო