erimedia_ravk/8OK8yVPIg.jpeg

დავით ქართველიშვილი - დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს

ამბები
დავით ქართველიშვილი - დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს
ამბები

დავით ქართველიშვილი - დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს

erimedia_ravk/8OK8yVPIg.jpeg
17 მაი

დღევანდელი მილიონიანი მარშის შემდეგ გაქრა რაიმე ტიპის რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება ამ ქვეყანაში. მთავარში დავრწმუნდით: მამულის, ენისა და სარწმუნოების მისამართით მცირეოდენი საფრთხის შეგრძნება და ქუდზე კაცი გამოვა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი წერს, დღევანდელი მილიონიანი მარში ოპოზიციური მედიის ერთუჯრედიანმა პიარ-ტექნოლოგებმა მომენტალურად შერაცხეს „პრორუსულ მსვლელობად“ და ამ სისულელით საკუთარ ნარატივზე განახორციელეს „საკონტროლო გასროლა“: როგორ შეიძლება მილიონი „პრორუსი“ ამავდროულად NATO-ს მომხრე (80%) იყოს ამ ქვეყანაში. სადღაც აშკარად ცრუობთ და ჩამოყალიბდით - სად.

„ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავი დღე, ჩვენი მილიონიანი მარში, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა - საქილიკო თემა შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსების ნიადაგზე. ძნელია მენტალურად „ნორვეგიელის" (პირობითად) ყოველდღიური შეხება მენტალურად სულ სხვა ფასეულობების მქონე ქვეყანასთან. არა იმიტომ, რომ ნორვეგიის წინააღმდეგ მაქვს რამე - უბრალოდ ძნელია.

დღევანდელი მილიონიანი მარში ოპოზიციური მედიის ერთუჯრედიანმა პიარ-ტექნოლოგებმა მომენტალურად შერაცხეს „პრორუსულ მსვლელობად“ და ამ სისულელით საკუთარ ნარატივზე განახორციელეს „საკონტროლო გასროლა“: როგორ შეიძლება მილიონი „პრორუსი“ ამავდროულად NATO-ს მომხრე (80%) იყოს ამ ქვეყანაში. სადღაც აშკარად ცრუობთ და ჩამოყალიბდით - სად.

დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში, მის ყველა რეგიონში, მომენტალურად, ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე - ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს. და რა ძნელია მოგონილი, სიცრუეზე, ფეიკზე და დეზინფორმაციაზე აგებული ლოზუნგებით ან ეროვნული ლიდერი გაიჩინო საკუთარ რიგებში, ან ილუზორულ ქარის წისქვილებს შეებრძოლო.

დღევანდელი მილიონიანი მარშის შემდეგ გაქრა რაიმე ტიპის რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება ამ ქვეყანაში. მთავარში დავრწმუნდით: მამულის, ენისა და სარწმუნოების მისამართით მცირეოდენი საფრთხის შეგრძნება და ქუდზე კაცი გამოვა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე. დღეს ერთმა ძალიან ჭკვიანმა ახალგაზრდამ, საინტერესო დასკვნა გამიზიარა: დღეს საქართველოში კონსერვატიზმმა - ლიბერალიზმი დაამარცხაო...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო