erimedia_ravk/nnTaZeYIR.png

დავით მათიკაშვილი - სინამდვილეში, ამ ახალგაზრდების უკან იმალება რადიკალური ოპოზიციის ძალიან მზაკვრული სურვილი არა არჩევნების, არა კანონიერი და კონსტრუქციული, არამედ რევოლუციური პროცესების

ამბები
დავით მათიკაშვილი - სინამდვილეში, ამ ახალგაზრდების უკან იმალება რადიკალური ოპოზიციის ძალიან მზაკვრული სურვილი არა არჩევნების, არა კანონიერი და კონსტრუქციული, არამედ რევოლუციური პროცესების
ამბები

დავით მათიკაშვილი - სინამდვილეში, ამ ახალგაზრდების უკან იმალება რადიკალური ოპოზიციის ძალიან მზაკვრული სურვილი არა არჩევნების, არა კანონიერი და კონსტრუქციული, არამედ რევოლუციური პროცესების

erimedia_ravk/nnTaZeYIR.png
14 მაი

იმაში, რომ პროტესტი გახლდათ ორგანიზებული რადიკალური ოპოზიციის მიერ და ის, რომ ეს იყო მართული პროცესი, ეჭვი არავის ეპარებოდა აქამდეც, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ აქციებზე არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც გულწრფელად არის მოტყუებული, დეზინფორმირებული, თუმცა მათ პოლიტიკოსები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

„სინამდვილეში, ამ ახალგაზრდების უკან იმალება რადიკალური ოპოზიციის ძალიან მზაკვრული სურვილი არა არჩევნების, არა კანონიერი და კონსტრუქციული პროცესების, არამედ რევოლუციური პროცესების, ძალადობის წარმართვით ხელში ჩაიგდონ კვლავ ხელისუფლება და რაც 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში, ის რეჟიმი დაამყარონ ქვეყანაში. ამისთვის იყენებენ ახალგაზრდების დეზინფორმირებული ნაწილის გულწრფელ პროტესტს“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, ახალგაზრდების ეს ჯგუფი არ ერთვება აქციებზე ძალადობრივ ქმედებებში. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ასეთ ქმედებებზე ახალგაზრდების სხვა ჯგუფი გადადის, რომელიც „ენჯეოების“ მიერ შავი ფულით არის დაფინანსებული და დატრენინგებული“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო