erimedia_ravk/TdF_99SVg.jpeg

დაზოგეთ ელექტროენერგია! - რუსული ძალები კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს ბომბავენ

ამბები
დაზოგეთ ელექტროენერგია! - რუსული ძალები კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს ბომბავენ
ამბები

დაზოგეთ ელექტროენერგია! - რუსული ძალები კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს ბომბავენ

erimedia_ravk/TdF_99SVg.jpeg
20 ოქტ

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდა. ვიდეო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის სამი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურა.

პრეზიდენტმა ევროკავშირის დღეისთვის დაგეგმილ სამიტზეც ისაუბრა, რომლის მონაწილეებსაც ზელენსკი სიტყვით მიმართავს და აქცენტს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე გააკეთებს.

"ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის ცის უსაფრთხოებაზე. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენმა დამცველებმა, ერთი თვის განმავლობაში 233 შაჰედი უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს ენერგეტიკული რესურსი, თუმცა ეს ყველაფერი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

"დილის 7 საათიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. შეზღუდეთ ელექტროენერგიის მოხმარება და გამოიყენეთ ის მოწყობილობები, რომელსაც ბევრი ენერგია არ სჭირდება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსული ძალები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს კვლავ ინტენსიურად ბომბავენ. სერიოზულად არის დაზიანებული ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40%. უახლოეს პერიოდში უკრაინელები ელექტროენერგიის გათიშვასაც ელოდებიან.

რუსული ძალები კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ერთად უტევენ მშვიდობიან მოსახლეობასაც ჩერნიჰოვში ბოლო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო