„დეილი მეილი“ - საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება
11 ივლისი, 2022
ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ საქართველოს ნაკრების ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას გამოეხმაურა.
„დღეს ქართული რაგბისთვის კარი ღია იყო და მათ ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეეძლოთ. „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი შანსი გამოიყენეს. ეს საეტაპო გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა უნდა ჩაინიშნონ. საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რომ განვითარდეს.მოწოდებები, რომ საქართველო 6 ერის ტურნირს შეუერთდეს, ახლა უფრო მოიმატებს. ბევრის აზრით, ამ ტურნირზე გავარდნის სისტემა უნდა მოქმედებდეს. მსგავსი სცენარი, პირველ რიგში, იტალიაზე იმოქმედებს, რომელსაც 2015 წლის შემდეგ 6 ერზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, საქართველოს ნაკრები კი მუდმივად რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.თამაშზე საოცარი ატმოსფერო იყო. ეს იყო ფენომენალური სარაგბო გამოცდილება და საქართველო იმსახურებს ასეთ თამაშებს“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 16 ივლისს პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო