დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი ახალგაზრდებს - ზედმეტად კატეგორიულები ნუ იქნებიან და კლიშეებს ნუ მოგვაწებებენ, ჩვენც გვიყვარს სამშობლო, ეს ერთობა შესანარჩუნებელია
ზედმეტად კატეგორიულები ნუ იქნებიან და კლიშეებს ნუ მოგვაწებებენ ეკლესიას და იმ ადამიანებს, ვინც ამ წიაღში ვართ, ჩვენც გვიყვარს სამშობლო, ეს ერთობა შესანარჩუნებელია, - ამგვარად მიმართა ახალგაზრდებს დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
„დავლოცავ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან გულანთებულად და ეროვნულად იმ მუხტს ატარებენ, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან დიდ გზას გაუკვლევს. ერთადერთი, რასაც ვურჩევდი, არის, ის, რომ ღვთის იმედად, მოყვასის სიყვარულის იმედად, რაც მათ არ აკლიათ, ზედმეტად კატეგორიულები ნუ იქნებიან და კლიშეებს უცებ ნუ მოგვაწებებენ ეკლესიას ან იმ ადამიანებს, ვინც ამ წიაღში ვართ. ჩვენც გვიყვარს სამშობლო, ეს ერთობა შესანარჩუნებელია და ამ თაობის გადარჩენაც ამ პასუხისმგებლობაშია, რომ ჩვენთან ურთიერთობაში ჩვენი გაწვდილი ხელი არ აგვიკრან. ერთად ავაშენოთ საქართველოს მომავალი და მათ გადავაბაროთ ეკლესიისა თუ ქვეყნის მომავლის შენება“, - განაცხადა დეკანოზმა.