დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება
2 ივლისი, 2022
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. დეიმონ ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: პარტია "გირჩის", "დროას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასევე პარტია "ლელოს" ლიდერები: ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი. ამ წუთებში შეხვედრაზე მივიდნენ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერები გიორგი გახარაია და ნათია მეზვრიშვილი.
როგორც "გირჩის" წევრმა, ცოტნე კობერიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემას ხედავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი შანსი გაუშვას.
„ჩვენთან საუბარი 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაგვანახეს, რომ პრობლემას ხედავენ საქართველომ ეს მნიშვნელოვანი შანსი გაუშვას, ეს 6 თვე მნიშვნელოვანი დროა. არ აქვს წარმოდგენა ხალხი რას ვაპირებთ, თითქოს ყველა ველოდებით, რომ ადგება ამერიკის შეერთებული შტატები და საოცრებებს იზამს, რაც გვიშველის. მან გვაგრძნობინა, რომ ჩვენი საომარია, ჩვენი პრობლემაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ პრობლემის გასაღები. აინტერესებდა ჩვენი წარმოდგენები",- აღნიშნავს კობერიძე.