erimedia_ravk/8ddSMX4IR.jpeg

„დემოკრატიულმა პარტიამ“ სენატში კანონპროექტი დაბლოკა; „რესპუბლიკელების“ კანონპროექტში, ისრაელის საგანგებო დახმარების შესახებ, უკრაინის დახმარება ნახსენები არ იყო

ამბები

8 ნოე

აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა დაბლოკეს „რესპუბლიკელების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის საგანგებო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა, ვინაიდან მასში უკრაინის დახმარება ნახსენები არ იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

7 ნოემბრის სხდომაზე „რესპუბლიკელმა“ როჯერ მარშალმა განაცხადა, რომ სენატმა „არც ერთი დღით აღარ უნდა გადადოს ისრაელისთვის დახმარების გამოყოფა“. „დემოკრატიული პარტიის“ წევრებმა კი აღნიშნეს, რომ აშშ-მა დახმარება როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას უნდა გამოუყოს. „უკრაინაში ჩვენი დახმარება ისევე გადაუდებლად სჭირდებათ, როგორც ისრაელში“, - განაცხადა სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარემ, პეტი მიურეიმ.

ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, მიიღო კანონპროექტი ისრაელისთვის 14,3 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე. უკრაინის დახმარება ამ კანონპროექტში არ იყო ნახსენები. ამის შემდეგ კანონპროექტი სენატს უნდა განეხილა, სადაც უმრავლესობა „დემოკრატიულ პარტიას“ აქვს. მათ თავიდანვე განაცხადეს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესის ორივე პალატა მიიღებს ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს, რომელშიც უკრაინა არ იყო ნახსენები, ის დოკუმენტს ვეტოს დაადებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო