დენის შმიგალის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა 300-დან 500 მილიარდამდე აშშ დოლარის ოდენობის რუსული აქტივები გაყინეს
23 სექტემბერი, 2022

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა 300-დან 500 მილიარდამდე აშშ დოლარის ოდენობის რუსული აქტივები გაყინეს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ამ სახსრების კონფისკაციაზე ახალი საერთაშორისო შეთანხმების მიღებას ლობირებს.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ პარტნიორების ეროვნული კანონმდებლობების შეცვლას უკრაინის სასარგებლოდ ასეთი კონფისკაციისთვის. აგრესორმა თავისი ფასი უნდა გადაიხადოს და მისი სახსრები ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენის მთავარი რესური უნდა გახდეს”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენა რამდენიმე ასეული მილიარდი დაჯდება და მისი დაფინანსება არც უკრაინის და არც პარტნიორების გადასახადების გადამხდელების ხარჯზე, არამედ რუსული სახსრებით უნდა მოხდეს.