დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს

4 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/tgxUVskVg.webp

დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს.

ჯგუფის წევრებისთვის დარიგებულია და განხილვის საგანს წარმოადგენს დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც მმართველი გუნდი ქართული კანონის დაწერას აპირებს.

კითხვაზე, რატომ უკრაინული მოდელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროკომისიამ უკრაინას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მათ მიერვე მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე მიუთითა. ოხანაშვილის აზრით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის მიცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მათი სურვილია აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია. ამ კონტექსტში ისიც აღინიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის სხვა მოდელების გამოყენების მხრივ არჩევანი არ არსებობს და სწორედ ამიტომ უკრაინული მოდელი საბაზისო დოკუმენტი იქნება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელის პრინციპებს, როგორც ოხანაშვილმა პრეზენტაციისას განაცხადა, უკრაინული კანონი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება. ეს არის: შესაბამისი პირის პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი; დიდი ოდენობით ფინანსური რესურსის კომპონენტი, რომელიც საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე გამოითვლება; მედიაზე ზეგავლენა და ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ქონა.

“უკრაინული მოდელის მიხედვით, თუკი ამ ოთხი კომპონენტიდან სამი დაკმაყოფილებული იქნება, პირი ოლიგარქად მიიჩნევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. სამუშაო ჯგუფის გეგმის თანახმად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია, ხოლო პარლამენტის მიერ კანონის მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია 29 ნოემბერი.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ- “მოქალაქეების“, “ევროპელი სოციალისტების“, პარტია “საქართველოსთვის და “გირჩის“ დეპუტატები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო