დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
27 ოქტ
საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" და ფოთის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.
დეპუტატის საცხოვრებელ ბინაში ამ დრომდე გამომძიებლები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით უცნობია ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების მიზეზი, კომენტარი არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.