erimedia_ravk/rFULAAnIg.jpeg

დღეს ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

ამბები
დღეს ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
ამბები

დღეს ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

erimedia_ravk/rFULAAnIg.jpeg
23 ოქტ

ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს თეირანში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდებიან და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ და რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქვეყნებს რეგიონულ საკითხებზე საუბარი არარეგიონული და დასავლური ქვეყნების ჩარევის გარეშე სურთ", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

Reuters-ი წერს, რომ ეს არის აშკარა მინიშნება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, რომელთა ჩართულობამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში განსაკუთრებით გააღიზიანა მოსკოვი.

სააგენტოს სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი თავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მისი გავლენის შესუსტება გამოიწვია.

Reuters-ი ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ე.წ. 3+3 პლატფორმა, რომლის ფორმატშიც მოლაპარაკებები პირველად 2021 წელს გამართა, საქართველოსაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ საქართველომ განაცხადა, რომ თეირანში არ ჩავა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო