საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს ”კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ საღმრთო ლიტურგია სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ამასთან, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. კერძოდ, მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები და მოეწყო საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.