დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა, რათა განემარტათ, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებენ
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა, რათა განემარტათ, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისინი სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებენ, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყება ავრცელებს.
„რუსეთის ხელისუფლება ბატონ ნავალნის საფრთხედ აღიქვამდა. ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ის შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრა, მოწამლა აკრძალული ნერვული აგენტით და გაგზავნა არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიაში. არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ნავალნის სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო