დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა
11 ოქტ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ისრაელელი ხალხის მიმართ დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა გამოხატოს“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
როგორც „როიტერი“ წერს, დიდმა ბრიტანეთმა, თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და „ჰამასის“ თავდასხმები დაგმო.
მანამდე „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელში დიდი ბრიტანეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.