დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციააა
21 სექტემბერი, 2022

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციააა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯილიან კიგანმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის მხრიდან მუქარები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
„აშკარაა, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. თქვენ იცით, ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის აშკარად ესკალაცია“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა. მან ნატო რუსეთთან მიმართებაში ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში „ყველა არსებულ საშუალებას გამოიყენებს“.
„ეს ბლეფი არ არის“, – აღნიშნა პუტინმა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი