დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კრიზისის ფონზე, საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი ინდონეზიაში ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება
7 ივლისი, 2022
დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კრიზისის ფონზე, საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი ინდონეზიაში ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ლიზ ტრასი ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში იღებდა მონაწილეობს
„ბიბისის“ ცნობით, ის განცხადების გავრცელებას გეგმავს.
მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა 60-მდე წევრმა თანამდებობა დატოვა, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე შეინარჩუნებს.
მედიაში ბორის ჯონსონის რამდენიმე სავარაუდო შემცვლელი სახელდება, მათ შორის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი, ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი.