erimedia_ravk/uOj_fNkIg.jpeg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა

ამბები
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა
ამბები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა

erimedia_ravk/uOj_fNkIg.jpeg
31 აგვ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გრანტ შეპსი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მას ამ პოზიციაზე განათლების მინისტრი კლერ კუტინიო შეცვლის.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეპსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინის ბარბაროსული ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ გრანტ შეპსი გასულ კვირას უკრაინაში ენერგეტიკის მინისტრის რანგში იმყოფებოდა.

„ჩემთვის პატივია რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრად დანიშვნა. მინდა, პატივი მივაგო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბენ უოლესის უზარმაზარ წვლილს დიდი ბრიტანეთის თავდაცვასა და გლობალურ უსაფრთხოებაში“, – დაწერა თავდაცვის ახალმა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბენ უოლესმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს დღეს მიმართა. ბენ უოლესი თავდაცვის მდივნის პოსტს ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაში წამყვან როლს ასრულებდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო