დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს
31 ივლისი, 2022
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2022 წლის 28 ივლისს რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ უკრაინაში სულ მცირე 20 რაკეტა გაისროლა.
“ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აგრძელებს მოსკოვის ხაზსს მიჰყვეს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და 21 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს რუსეთის მოთხოვნები ომის შეწყვეტაზე“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში.
როგორც გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვა აცხადებს, ლუკაშენკოს რეჟიმი, „ტერორისტული აქტების მომზადებისთვის“ ადამიანების სიკვდილით დასჯით, სულ უფრო ავტორიტარული გახდა.
მისი მზარდი და უსაფუძვლო ბრალდებები დასავლეთის გეგმებზე ბელორუსსა და უკრაინასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის თითქმის მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა.