„დიდი ოცეულის“ სამიტი ინდოეთის დედაქალაქში 9 სექტემბერს დაიწყება
9 სექ
ინდოეთის დედაქალაქში 9 სექტემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტი იწყება.
სამიტს არ ესწრებიან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები. ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ნიუ-დელიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა.
ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მდგრად განვითარებაზე, კლიმატის ცვლილებაზე, სამხრეთის ქვეყნების ეკონომიკურ გამოწვევებზე და გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე იმსჯელებენ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ უკრაინას არ მისცემს სამიტის დაჩრდილვის შესაძლებლობას, რის გამოც უკრაინა ამჯერად სამიტზე საერთოდ არ მიუწვევიათ.